მოთხრობები

 

Embed or link this publication

Description

ოტია იოსელიანის მოთხრობები

Popular Pages


p. 1

otia ioseliani xelisgulistola zRaprebi

[close]

p. 2

სარედაქციო ჯგუფი: ბექა ბედოშვილი მარიამ დოლიძე ხატია ექვსშაურაშვილი ლევან მელაძე გიორგი ჩიტიშვილი სალომე ქერდიკაშვილი შოთა სოლაშვილი გარეკანის დიზაინი: ხატია ექვსშაურაშვილი 1

[close]

p. 3

otia ioseliani xelisgulistola zRaprebi 2015წ. 2

[close]

p. 4

ოტია იოსელიანი მგელი და დათვი უღრან ტყეში, პანტის ძირას, დათვი იწვა და თვლემდა. საიდანღაც მგელი გამოძუნძულდა. ოო, რა კარგი ჰქენ, რომ გამოჩნდი. დანაყრებული ვარ, მოდი, ვიმუსაფოთ, შენ დღე დაღამე დაძრწიხარ და იცი ტყეში რა ხდება. -რა მემუსაიფება, შიმშილით სული მძვრება! - -მაგის დარდი ნუ გაქვს. აგერ, ხეზე ავალ და პანტას დაგიბერტყავ. -პანტა და მაჟალო კი არა, ისე ვარ დამშეული, მთელი მსუქანი ცხვარი არ მეყოფა. -ამიტომაც ხარ მუდამ მშიერი! თათი ჩაიქნია დათვმა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა, მგელთან მასლაათს ისევ თვლემა ამჯობინა. 3

[close]

p. 5

ოტია იოსელიანი ბუ და კოდალა კოდალამ, ტყეს რომ გულდაგულ უმკურნალა, დაღლილმა ბებერი ცაცხვის ფუღუროს საძრომზე დააკაკუნა. - ვინაა, რომ მყუდროებას მირღვევს? - გაანჩხლდა ბუ. - არ იცით, რომ ბრძენი ვარ! -ვიცი, ბრძენთა ბრძენი ხართ, მაგრამ ამდენი არაფრის მაქნისი რომ აღმა-დაღმა დაფრთხიალობს , დაწრიალობს, უსტვენს და გარეწრობს, გამოდი და დაარიგე, ჭკუა ასწავლე, ფუღუროში ნუ იმალები. - ვინც ჭკვიანია და სიბრძნე უნდა ფუღუროშიც მომძებნის და ვისაც არაფრის გაგონების და გაგების უნარი არა აქვს დღე და ღამე რომ უქადაგო და უჩიჩინო, მაინც სულელად დარჩება! - გამოსძახა ბუმ. 4

[close]

p. 6

ოტია იოსელიანი ირემი და ტურა ერთმა მშვენიერმა ირემმა რომ მეორე, უშვენიერეს ირემს ფოთოლი მოუკითხა -შენც ბევრი გაქვს, მაგრამ ჩემგან გეამებაო, მართლაც სულ სხვა სიამოვნებითა და გემოვნებით შეექცა. მეორე დღეს იმ მეორე ირემმა პირველს მოართვა ძღვენი, ისევე დიდად გაახარა და დაანაყრა, როგორც წინა დღით პირველმა. ამის შემდეგ თითქმის მეორდებოდა და ეს ისე ყოველდღე მოუთმენლად ელოდნენ ერთმანეთის მოსაკითხავს, თითქოს უდაბნოში ბინადრობდნენ მოკითხულის ყოფილიყვნენ ბალახბულახს აღარც კი და იმ მცირედი ძღვნითაც კმაყოფილნი თავს ლაღად გრძნობდნენ. . და ამარა სხვა პირს აკარებდნენ იქვე, იმ ტყეში, ტურას სორო ჰქონდა, მათ მიკითხვა-მოკითხვას თვალს ადევნებდა და გაოცებულმა იკითხა: _ რაა, რომ ერთმანეთის საცოდავი ძღვენის გარდა არაფერს ჭამთ , ვითომ ირგვლივ ფოთოლი და ნეკერი თავზესაყრელად არ იყოს! _ ეჰ! -სინანულით ამოიხვნეშეს ირმებმა. -ტურებმა, მელიებმადამგლებმარაიციანმეგობრისსიყვარულითმოძღვნილისფასი.ერთმანეთსპირიდან გლეჯთ, ყოველილუკმასისხლისფასადგიჯდებათ. მუცელიდაბუნაგივერაფრითამოგივსიათ, რასაცმოიხელთებთ, ძვლებიანადნთქავთდამაინცმშიერ-მწყურვალიდაწანწალებთ. 5

[close]

p. 7

ოტია იოსელიანი მგელი და ხოხობი ის-ის იყო, რომ ტყიდან უმშვენიერესი ხოხობი გამოგოგმანდა და იქვე, ნარ-ეკლებში ჩასაფრებული სამი დღის მშიერი მგელი ნახტომისთვის წამოემართა. მართალია, საკბილო ცარიელ მუცელს ვერ ამოუვსებდა, მაგრამ სულ არარაობას მაინც სჯობდა. ამ დროს ხასხასა მინდორზე დილის მზის ოქროს სხივები დაიღვარა, ცვარ-ნამი მარგალიტებად აქცია და ხოხობი თვალისმომჭრელის ბრწყინვალებით შემოსა. კისერგაშეშებულ მგელს, მისდა გასაოცრად, ხელი მოეცარა: ნახტომი გააკეთა, მაგრამ ნადავლს ვერ მისწვდა. ხოხობმა ფრთები რომ გაშალა, მგელმა, ისევ და ისევ მისდა უნებურად, უკანაც კი დაიწია. ფრინველი კი არ აფრინდა, კოცონად აბრიალდა, ცაზე მეორე მზესავით აენთო. მგელი იდგა მარგალიტ-ბრილიანტებით მოფენილ ველზე და მზესა და ხოხობს მიშტერებულს ვერფერი გაეგო. არასოდეს რომ თავისთვის არ უპატიებია, ახლა ეღიმებოდა, არც ხელის მოცარვას ნანობდა და სამი დღის მშიერს მადაც დაჰკარგვია. ბოლოს, თავი გაუგებრად გადააქნია: -ალბათ, მგელი რომ არ ვიყო, მივხვდებოდი, რა ხდება და რა დამემართა. ხელის ჩაქნევა, იქაურობის გაცლა დააპირა, მაგრამ ამ ცისა და მიწის შემყურემ ფეხი ვერ მოიცვალა. არადა, ახლომახლო თვარსაწიერზე სხვა არავინ იყო, რომ ეკითხა რა სჭირდა, რას უღიმოდა,ან 6

[close]

p. 8

მინდორს, ცასა და მზეს, ან კიდევ უარესი, სამი დღის მშიერ, ხელმოცარულ მგელს ან რა უხაროდა... მიწას დაცას რა მადლი მოეფინა, რამ შეცვალა, მტაცებელი რამ აღაფრთოვანა!... ოტია იოსელიანი ბუ და ბულბული მთელი ღამე თაგვებსა და ვირთაგვების ჭერაში გართული ბუ საამო სტვენა-გალობამ შეაშფოთა. ბულბულის წკრიალი სმენას სტაცებს და ნადირობა ავიწყდება, სანახევროდ მშიერი რჩება. მიფრინდა ვარდის ბუჩქთან და ბულბულს უსაყვედურა: -რაა, რომ მთელი ღამე თავს არ დებ? მე დღე მძინავს, შენ დღისით საკვების ძებნას უნდები, დაღამდება და დილამდე გალობ და გალობ. -მე ამის ნიჭი დამამადლა გამჩენმა და ჩემი საქმე ხომ უნდა ვაკეთო? 7

[close]

p. 9

-ნიჭიკი, მარა... არასდროს ისვენებ? მეც... კი, შენს სიმღერას რა სჯობს, მაგრამ სმენას ატკბობ, ნადირობის ჟინს მართმევ, უმადობას მმართებ და ვშიმშილობ . -ასე რომ არვქნა, მღრღნელებს ხომ მთლიანად მუსრს გაავლებ? -მერე, მაგას რა სჯობს! -კი, მაგრამ მერე რაღას ჭამ? შიმშილით ხომ მთლად სული გაგძვრება?! ბუ დაფიქრდა: ბრძენი ბრძენია, ჭკუის სწავლა იმასაც სჭირდება. 8

[close]

p. 10

ოტია იოსელიანი ბებერი მგელი erTi ruxi mgeli daberda., muxlma ususta, kbilebic ki daucvda da gadawyvita: meyo mgloba, borotebas davanebeb Tavs da sikeTis gziT, vivli: vimarxuleb, movinanieb, vinZlo gatexili saxeli moviSoro da znekeTilisa davimkvidroo. Uunda tyis binadarT amcnos, mglobas Tavi davanebe, nurafris SiSi geqnebaT, caQqudadac Tqveni iyos da dedamiwa qalamnado. gaigeT, daijereT, rom aRravis verCio. Mmagram, vis ginda rom gaagebino. Dainaxaven Tu ara, yvela Tavqudmoglejili kisristexiT garbis. _nu geSiniaT, is aRara var, rac viyavi, is aRara var, rac gaxsovarTo! _maSin, vin xaro?_moaZaxes _mgeli var, magram rac viyavi, is aRarao. _maSin, vin? kurdReli, Sveli, jeirani Tu iremio? _mgeli, magram keTili, marxuli, lmobieri... 9

[close]

p. 11

SeCerdnen da daaCerdnen .araviTari esa, da isa, xedavdnen _ mgelia. mokurcxles da gauCinardnen .dadis sawyali ,daZunZulebs da daymuis. - gaigeT, me is aRara var. gaigoneT, mgeli var, magram is, rac viyavi, aRara var, saTnovar, alal-marTalio! vin dagijerebs; mgeli iyo da iZaxoda_ mgeli ara varo! 10

[close]

p. 12

სარჩევი ოტია იოსელიანი .......................................................................................................................................... 3 მგელი და დათვი ........................................................................................................................................ 3 ოტია იოსელიანი ........................................................................................................................................... 4 ბუ და კოდალა............................................................................................................................................ 4 ოტია იოსელიანი ........................................................................................................................................... 5 ირემი და ტურა ........................................................................................................................................... 5 ოტია იოსელიანი ............................................................................................................................................ 6 მგელი და ხოხობი ....................................................................................................................................... 6 ოტია იოსელიანი ............................................................................................................................................ 7 ბუ და ბულბული ........................................................................................................................................ 7 ოტია იოსელიანი ............................................................................................................................................ 9 ბებერი მგელი .............................................................................................................................................. 9 11

[close]

p. 13

ელექტრონული წიგნი მომზადებულია სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა მიერ 12

[close]

Comments

no comments yet